13:27 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 10:43:11, 666 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში დამცავი კედლები მოეწყო და ლითონის მოაჯირები დამონტაჟდა

ვაკის რაიონში, მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით, სხვადასხვა მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები მოეწყო და ლითონის მოაჯირები დამონტაჟდა.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ბურკიაშვილის N15-სა და მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, რომლითაც ადგილობრივ მცხოვრებლებს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. გამგეობის პროექტის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე, 14 მეტრამდე სიგრძისა და 5.5 მეტრამდე სიმაღლის კედელი აშენდა. გარდა ამისა, განხორციელდა იქვე არსებული საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია და მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

მიმდინარე წელს, ფერდობის, გრუნტისა და გზის დამჭერი საყრდენი კედელი სულ, შვიდ მისამართზე აშენდა, რაც ვაკის რაიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და საცხოვრებელი სახლების დაზიანების პრევენციაა.

დამცავი კედლების გარდა, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე, 524 გრძივი მეტრის ლითონის მოაჯირი დამონტაჟდა. შავგულიძის ქუჩაზე კი, მოსახლეობის თხოვნით, საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics