22:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 12:23:43, 859 ნახვა

სამართალი
იგოეთთან ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

იგოეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიდი სისწრაფით მიმავალი მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 51 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.

რაც შეეხება მიკროავტობუსის მძღოლს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის კასპის რაიონულ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვების ადგილზე შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლმდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics