22:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 17:52:01, 826 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე იმედოვნებს, რომ შეხვედრას ახალი მთავარი პროკურორიც დაესწრება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ადვოკატთან და  სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფება.

როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, 10 დღიანი ვადა ამოიწურა და დღეს მან 7 ივლისს დასმულ შეკითხვებზე პასუხი უნდა მიიღოს. მას ასევე ახალ მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრა სურს.

"ეს შეხვედრა იყო ჩანიშნული 7 ივლისს, მაშინ მათ 10 დღის ვადა ითხოვეს იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ. დღეს ალბათ შევხვდები იგივე პირებს, ვინც წინა შეხვედრაზე იყო, საქმის პროკურორს, ახალ პროკურორებს, ასევე იმედი მაქვს ახალ გენერალურ პროკურორსაც შევხვდები, რა კითხვებიც შეხვედრაზე დავსვი იმ კითხვებზე უნდა მივიღო პასუხი. 1 დეკემბერს, როდესაც მოხდა ეს შემთხვევა, იქ მონაწილე არცერთის ტელეფონები არ არის ამოღებული და არცერთის  სატელეფონო საუბრები მოსმენაზე არ იყო აყვანილი", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics