2018-07-16 16:50:14, 907 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
ტყიბულის შახტაში მაღაროელების დაღუპვის გამო, ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
მისი გადაწყვეტილებით გაუქმდა იტალიიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა.როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მომხდარის გამო, შახტები დროებით დაიხურება. მისივე თქმით, ამ პერიოდში ყველა მეშახტეს ხელფასი აუნაზღაურდება. გარდა ამისა, ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა და საქართველოს ტერიტორიაზე ყველა არსებულ სახელმწიფო სტრუქტურის შენობაზე დროშებს დაუშვებენ.
ავტორი: ,