22:18 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 15:48:02, 686 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: განსაზღვრული პოლიტიკის წარმატებით განხორციელების პროცესში ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს

2018 წლის 16 ივლისს, ფინანსთა მინისტრის რანგში ივანე მაჭავარიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მან მინისტრის მოადგილეებთან სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პროცესები განიხილა და გაეცნო მიმდინარე რეფორმების დეტალებს. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას და ფინანსთა სამინისტროს გამორჩეულ როლს ამ მიმართულებით.

„სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებამ, საბოლოო შედეგად უნდა მოგვცეს დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, აღნიშნული პროგრამის შესრულებასა და დასახული მიზნების მიღწევაში, ფინანსთა სამინისტროს ექნება წამყვანი როლი. მცირე და ეფექტიანი მთავრობა, საჯარო სერვისებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინკლუზიური ეკონომიკა, სამართლიანი ბიზნეს გარემო და მაკროეკონომიკური სტაბილურობა - ეს ის ძირითადი, მიმართულებებია, სადაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ჩვენი ეფექტიანი მუშაობა. დარწმუნებული ვარ,  რეფორმების დანერგვის პროცესში, ფინანსთა სამინისტროს პროფესიონალთა გუნდი, ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევებს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.  

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანის დანიშვნის ბრძანებას ხელი მიმდინარე წლის 12 ივლისს მოაწერა, საპარლამენტო უმრავლესობამ სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობის ნდობა 14 ივლისს გამოუცხდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics