20:51 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 21:49:05, 851 ნახვა

კომენტარი
პრემიერი კრიმინალურ ვითარებაზე - არსებობს სერიოზული გამოწვევები და ამას უნდა დავუპირისპიროთ სერიოზული რეფორმები

არსებობს სერიოზული გამოწვევები და ამას უნდა დავუპირისპიროთ სერიოზული რეფორმები, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე ოთარ კახიძის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში კრიმინალურ ვითარებას შეეხებოდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემური განახლების პროცესი მიმდინარეობს.

„მე, ამავე დროს, მაქვს სტატისტიკა პენიტენციალურ სისტემაში ადამიანების რაოდენობის, მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ქვეყნის სათავეში. ადამიანების რაოდენობით პენიტენციალურ სისტემაში საქართველო იყო ევროპაში პირველი და თუ არ ვცდები მსოფლიოში მესამე. თუ კრიმინალი ამდენჯერ ნაკლები იყო მაშინ, ყველაზე დიდი რაოდენობით ხალხი როგორ იყო იმ დროს ციხეში?! პასუხი ჩემზე კარგად იცით, რადგან იმ სისტემაში მუშაობდით. შსს-ში მიმდინარეობს სისტემური განახლების პროცესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება საგამოძიებო კომპონენტზე, რომელიც არის დაქვეითებული, მათ შორის იმ მემკვიდრეობით, რომელიც თქვენგან გვერგო. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო მიმდინარეობს პრევენციის თვალსაზრისით და ახალი ორგანოები არის შექმნილი ამ თვალსაზრისით. რომ შევინარჩუნოთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან მაღალი სტანდარტი, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი დეპარტამენტი შეიქმნა და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს დონორებისგან. 21-ე საუკუნეა, პრევენციის საუკეთესო გზა არის ინვესტიციები ტექნოლოგიებში. ესეც არის გაკეთებული. არ არის საკმარისი, უფრო მეტს გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics