19:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 18:07:30, 790 ნახვა

კომენტარი
სტოლტენბერგი: შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს

"შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს", - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებს. 

„საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი წუხილი, რომელიც ეხება რუსეთის მხრიდან სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრთხეს. დღეს შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. ასევე გავაძლიერებთ მხარდაჭერასა და დახმარებას კრიზისების მართვაში, წვრთნასა და სამხედრო მომზადებაში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და ვაფასებთ ქვეყნის მთავარ წვლილს ავღანეთის მისიაში. ჩვენ ვრჩებით ადრინდელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი. ველით პროგრესს უკრაინაში რეფორმების მიმართულებით და გავაგრძელებთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებას, რადგან ქვეყანა აქტიური კონფლიქტის წინაშეა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics