00:23 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 17:14:05, 625 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნა

დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატო-ს რიგით 29-ე სამიტი გაიხსნა.

სამიტში მონაწილეობას ალიანსის 29 წევრი ქვეყნის ლიდერი მიიღებს. ქვეყნების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას ნატო-ს შეკავების პოლიტიკაზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე. 

აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში შედგება მოლაპარაკებები ახალი ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მომავალში მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი ქვეყანა გახდება. 
რაც შეეხება ალიანსის სამიტის მეორე დღეს, 12 ივლისს ნატო-ს ლიდერები საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდებიან. პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო - საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფახალაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics