19:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 18:53:43, 918 ნახვა

კომენტარი
„2 ლიტრამდე სისხლი დაკარგა“ - ავტობუსში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, N140 ავტობუსში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც რეგიონული ჰოსპიტალის ზოგადქირურგიული დეპარტამენტის უფროსმა ლექსო ლაგვილავამ განაცხადა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, ქვემო ღრუ ვენა, კუჭის გამჭოლი ჭრილობა იყო, ასევე, იყო პანკრეასის ქვედა კიდის გამჭოლი ჭრილობა და იყო ქვემო ღრუ ვენის დაზიანება. შესაბამისად, გაიკერა კუჭი, პანკრეასი, ქვემო ღრუ ვენა გაიკერა და სისხლდენა შეჩერდა. დანაკარგი არის, დაახლოებით, 2 ლიტრამდე სისხლი. პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე“, - განაცხადა ექიმმა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განძრახ  მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics