02:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 12:02:23, 583 ნახვა

საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები გაიმართა

26 - 30 ივნისს თბილისში, სპორტკომპლექსში "ახალი თბილისი", გაიმართა 2018 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური ეტაპი, რომელმაც გამარჯვებული  სკოლები, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინა.

ოლიმპიადა 2018-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობას იღებდა 2002-2003-2004 წლებში დაბადებული 156 მოსწავლე (გოგონები, ვაჟები) მთელი საქართველოდან.

გამარჯვებულები სპორტის 7 სახებაში: ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, გეზმრბენში და მინიფეხბურთში გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელები ავტომატურად ხდებიან 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატები.

სპორტული ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. წელს მონაწილეობას  1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებდა.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის დასკვნითი ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია. გენერალური სპონოსრი ვითიბი ბანკია.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics