|
2015-06-01 13:12:18, 474 ნახვა
პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: პრეზიდენტმა დათმოს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის
"პრეზიდენტმა დათმოს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის",-ასე გამოეხმაურა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას. მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, ორმაგ მოქალაქეობას მიანიჭებენ და მას საქართველოს მოქალაქეობის დათმობა არ მოუწევს. მაია ფანჯიკიძე უკრაინას წარმატებებს უსურვებს. "იგი იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და პრეზიდენტმა დათმოს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ, ალბათ, ორმაგი მოქალაქეობის საშუალება არის და მას მიანიჭებენ და ალბათ, არ მოუწევს მოქალაქეობის დათმობა, ეს არის ჩემთვის ცოტა გასაკვირი, მაგრამ დანარჩენი უკრაინის სუვერენული უფლებაა და უკრაინას წარმატებას ვუსურვებ,"-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)