22:14 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 19:44:48, 778 ნახვა

საზოგადოება
რომეო მიქაუტაძემ სოფელ დილიკაურის ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერა

რეგიონებში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად უკვე დასრულდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის გაზიფიცირება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ დღეს  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ დალაქიშვილთან, ზესტაფონის მერ კახაბერ მახათაძესთან და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის რეგიონული ოფისის დირექტორ დავით ჯაიანთან ერთად ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერა. მათ ადგილობრივი მოსახლის, ამირან საცერაძის ოჯახში გაზი სიმბოლურად აანთეს.

სოფელ დილიკაურში გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირს 732 ოჯახი  მიიღებს. ბუნებრივი აირით კიდევ 600–მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი სოფელ ფუთშიც - ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და აგვისტოში დასრულდება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დღეისთვის სულ გაზიფიცირებულია ქალაქი ზესტაფონი და 30 სოფელი, საერთო ჯამში ბუნებრივი აირი 18 874 ოჯახს მიეწოდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics