22:15 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 18:14:53, 831 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა

ბრიტანეთის საელჩომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საქართველოსადმი მიძღვნილ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა.

ღონისძიებას ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი უძღვებოდა. საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი „GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection'' საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა. მასზე  ისტორიკოსმა ნიკოლოზ ალექსიძემ იმუშავა, ხოლო მისი გამოცემა თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.

„GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection'' ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექცია შეიცავს წლების მანძილზე ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ შეგროვებულ და უნივერსიტეტისთვის გადაცემულ მასალას; მათ შორის, უძველეს ქართულ ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებსა და საარქივო დოკუმენტებს. წიგნის შეძენა ამჟამად Amazon.com-იდან არის შესაძლებელი, უახლოეს მომავალში ის ქართულ სავაჭრო ქსელებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

მიღებას ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეანის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ჯილიან ევისონი, წიგნის ავტორი ნიკოლოზ ალექსიძე, ქართველი და ბრიტანელი ისტორიკოსები, მკვლევარები,სამეცნიერო წრეების წარმოამდგენლები და თიბისის დამფუძნებლები ესწრებოდნენ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics