23:09 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 10:21:39, 988 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან" დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება

„საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს აქტიურ ქმედებებს რათა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია"  ვაცნობოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა",-ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან" დაკავშირებით შემოშვავებულ  სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
 
მინისტრმა აღნიშნა, რომ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე დეტალურად განიხილება თუ რას წარმოადგენს სია, რა კრიტერიუმებით მოხდა ამ სიის დაკომპლექტება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
 
„სანამ აღნიშნული სია ოფიციალურად გაცხადდებოდა, ჩვენ უკვე აქტიურ კომუნიკაციაში  ვიყავით პარტნიორებთან, რისი შედეგიცაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული  რეზოლუცია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო აქტი. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება,  ჩვენი დიპლომატიური მისიები, ჩვენი პარტნიორები,  ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც ინდივიდუალურად ასევე მრავალმხრივ ფორმატებში  აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
დავით ზალკალიანმა ასევე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინიტრო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ყველა პარტნიორთან, რათა იმ პირთა მიმართ, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიღებულ იქნას შესაბამისი სანქციები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics