12:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 15:05:41, 799 ნახვა

კომენტარი
მაია ცქიტიშვილი - მასობრივი შემცირებები არ იქნება, საუბარია მართვის ოპტიმალურ ცვლილებებზე

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობაში განხორციელებული ოპტიმიზაცია ბიუროკრატიულ ხარჯებს შეამცირებს. .

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში, უფრო მცირე და ეფექტიან მმართველობას ემსახურება.

"ეს გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაბიჯი არის წინ გადადგმული ამ მიმართულებით. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ სახელმწიფო აპარატისა და ბიუროკრატიის ხარჯები იყოს დაფიქსირებული მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,19%-ის ოდენობით. ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, იმიტომ რომ ეს მაჩვენებელი არის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. ამისთვის კი, საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი სტრუქტურების ოპტიმიზიაცია და გადაწყობა. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში გადანაწილებული ფუნქციები შევასრულოთ ეფექტურად და მეორეს მხრივ, ამ ხარჯების მაჩვენებელი გავახადოთ რეალური“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მანვე განმარტა, რომ სტრუქტურული ცვლილებები არ აისახება კადრების შემცირებაზე.

„მცირე მთავრობის კონცეფცია, პირველ რიგში ემსახურება მართვის ოპტიმალურ ცვლელებებს და არა საკადრო შემცირებას. ანუ ეს იმისთვის კი არ კეთდება, რომ ჩვენ შევამციროთ ხალხი, შესაბამისად არ გვაქვს საუბარი მასობრივ შემცირებებზე. საუბარია პირველ რიგში მართვის ოპტიმალურ ცვლილებებზე. სახელმწიფო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ბიუროკრატიის ხარჯები არ უნდა გაიზარდოს. პირიქით, ის უნდა შემცირდეს, ეკონომიკის ზრდასთან ერთად არ უნდა იზრდებოდეს ბიუროკრატიის ხარჯები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის განცხადებით, განახლებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში კანონპროექტის განხილვის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი

„როგორც ბატონმა მამუკამ ახსენა კონსულტაციები დასრულებულია. ამ ეტაპზე ჩვენ პარლამენტს გადავუგზავნით კანონპროექტს და უკვე პარლამენტი უზრუნველყოფს ამ კანონპროექტის განხილვას. იმედი გვაქვს, რომ პარლმენტი მიიღებს ამ კანონს ასეთი სახით და მას შემდეგ ჩვენ გვექნება უფელება წარვსდგეთ განახლებულად“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics