21:02 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 20:40:37, 819 ნახვა

საზოგადოება
შსს: 25 ივნისიდან 20 აგვისტომდე ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 25 ივნისიდან 20 აგვისტომდე ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, ქუთაისში, „პრესის სახლიდან“ შოთა რუსთაველის გამზირის N104-მდე,  მიწისქვეშა მუნიციპალური წყალგაყვანილობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

"სამუშაოების დასრულებამდე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ცალმხრივად, ქალაქის ცენტრიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, ხოლო გამსახურდიას გამზირიდან - ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩის გავლით.
მძღოლების ინფორმირების მიზნით, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საგზაო საინფორმაციო ნიშნები", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics