|
2018-06-25 20:38:40, 3769 ნახვა
სპორტი
„მგონია, რომ ეს ადამიანები თავის ძველ სტილში მუშაობენ“ - მდინარაძე კაპანაძის ბრიფინგს ეხმაურება
„მგონია ასევე, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ასეთი რეკომენდაციების გაცემას აპირებენ, თავის ძველ სტილში მუშაობენ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. მდინარაძემ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ნაჩქარევი უწოდა უპასუხისმგებლო უწოდა. „პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, ყველა კითხვაზე იქნა პასუხი გაცემული. რამდენად აკმაყოფილებს თუ არა ეს პასუხები ობიექტურ რეალობას, არის შეფასების საგანი. მგონი, რომ ნებისმიერი შეფასება, რომელიც ამ ეტაპზე, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანია გამოკითხული და ბევრი, მათ შორის მთავარი თვითმხილველი გამოკითხული არ არის ამ ამბის, არის უპასუხისმგებლობა ამ ეტაპზე. მე მგონია ასევე, რომ ეს ადამიანები, ვინც ასეთი რეკომენდაციების გაცემას აპირებენ დღეს, თავის ძველ სტილში მუშაობენ. ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები იყო ის უდიდესი შეცდომა, მათ შორის დანაშაულები, რომელსაც მოყვებოდა ხოლმე ადამიანების უკანონო დაპატიმრებები. მთავარია, რომ დღეს ჩვენ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა გამოვიტანოთ. ობიექტურად, მათ შორის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უნდა დავადგინოთ, რა არის სიმართლე. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ერთი მიმართულებით წაიყვანონ და გამოიყვანონ გარკვეული ტენდენციები, რაც ერთის მხრივ ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ამიტომ არის, რომ ისინი ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ახმოვანებენ. ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ სიმართლე და ნებისმიერი რეკომენდაცია იქნება ეს თუ გადაწყვეტილება, გამოვიტანოთ ამ სიმართლიდან გამომდინარე. კიდევ უფრო გასაკვირი ის გახლდათ, რომ დღეს მათ მიუხედავად იმისა, რომ 3 საათი ჰქონდათ, არც ერთი, გარდა ფარდულის ნაწილისა, კითხვა არ დაუსვამთ, რომელიც ადეკვატური და შესატყვისი იქნებოდა ზაზა სარალიძის მიერ გახმოვანებულ კითხვებზე. ეს კითხვები დავსვით ჩვენ და მივიღეთ გარკვეული პასუხები, რომელსაც ასევე სამომავლოდ სჭირდება შეფასება“, - განაცხადა მდინარაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს სერგი კაპანაძის ინიციატივას რეკომენდაციების შემუშავებასთან დაკავშირებით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია: „ნებისმიერ რეკომენდაციას არც კი შევაფასებ დღეს. ამის შეფასება, დათანხმება ან არ დათანხმება, არის მომდევნო ეტაპის საქმე, რომელსაც როგორც მინიმუმ თვითმხილველების გამოკითხვის შემდეგ გადავწყვეტთ. დღეს ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და განცხადება. ჩვენ მოვუსმინეთ მხოლოდ ორ მხარეს და არ მოგვისმენია არც ერთი თვითმხილველის ახსნა-განმარტება. დღევანდელი მათი ბრიფინგი გასაკვირი ამიტომაც იყო, რომ ამ ადამიანების [ზვიად ფხაკაძისა და კახა სირაძის] გამოკითხვაც კი არა არის დასრულებული და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გარკვეული რეკომენდაციები გასცენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძისა და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი გამოკითხვა ხვალ, 15:00 საათზე გაგრძელდება.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)