11:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 18:06:05, 854 ნახვა

კომენტარი
კახიძე წულუკიანის შესაძლო გადაყენებაზე: ბატონი ბიძინა როგორც გადაწყვეტს ისე იქნება

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე მმართვველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

როგორც კახიძემ აღნიშნა, წულუკიანის გადადგომის საკითხი არა მმართველი გუნდის არამედ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია.

"ქართული ოცნების" გუნდში სხვადასხვა მოსაზრებებს მნიშვნელობა არ აქვს. მათი უფროსი, ბატონი ბიძინა, როგორც გადაწყვეტს ისე იქნება. თეა წულუკიანი საზოგადოებისთვის მისაღები არ არის, ის არ არის მისაღები იუსტიციის სამინისტროს თემებზე მომუშავე არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. წულუკიანი მისაღები არის ამ საქმის პროკურორებისთვის", - განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics