09:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 16:09:23, 742 ნახვა

კომენტარი
ტყიბულის შახტაში დაღუპული მამაკაცის ოჯახი უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას უცხადებს

ტყიბულის შახტაში დაღუპული 25 წლის პავლე გამეზარდაშვილის ოჯახი უკრაინელი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას უცხადებს.

როგორც დაღუპულის ძმამ, მირზა გამეზარდაშვილმა აღნიშნა, ექსპერტებმა ვერ მოახერხეს შემთხვევის ადგილის უშუალოდ დათვალიერება. მისივე თქმით, შახტაში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა.

"პროფკავშირების და უკრაინელი ექსპერტების განცხადება არის არის სრული სიცრუე. შახტაში, როცა ჩავიდნენ, ნახეს დახურული სივრცე, თუმცა უშუალოდ ის ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა, მათ შესწავლილი არ აქვთ. მეორე დღესვე ის ადგილები დაილუქა და საერთოდ რაზე საუბრობენ ისიც არ ვიცი. როგორც დაზარალებულს მაქვს გამოძიებასთან ურთიერთობა. საგამოძიებო ჯგუფი რასაც იძიებს, მანდ საუბარი აფეთქება არ არის", - განაცხადა მირზა გამეზარდაშვილმა და დასძინა, რომ ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ცნობისთვის, ექსპერტების დასკვნით, ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics