|
2018-06-18 18:08:55, 724 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე დავით ოქიტაშვილის გამოკითხვას ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის გამოკითხვას მოითხოვს. სარალიძის თქმით, სოციალური ქსელში გავრცელდა ოქიტაშვილის პოსტი, სადაც წერია, რომ ლევან დადუნაშვილი დავით სარალიძის გამო მოკლეს. „სოციალურ ქსელში ვრცელდება დავით ოქიტაშვილის პოსტი, რომ თითქოს ლევან დადუნაშვილი ჩემი შვილის გამო მოკლეს. მაინტერესებს, თუ მართლა ჩემი შვილის გამო მოკლეს ეს ადამიანი, ხომ უნდა ვიცოდე? საიდან მოიტანა ეს ოქიტაშვილმა? ამის გამო უნდა შევიტანო განაცხადი, რომ დაიკითხოს ოქიტაშვილი. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ დადუნაშვილი სარალიძის გამო მოკლეს, ესე იგი ის რაღაც ინფორმაციას ფლობს. თუ არა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს“, - აღნიშნა სარალიძემ. ზაზა სარალიძის თქმით, სოციალური ქსელის საშუალებით, ოქიტაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ლევან დადუნაშვილი დავით სარალიძის გამო მოკლეს, დეზინფორმაციაა. სარალიძე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოკითხოს ოქიტაშვილი და გაირკვეს, საიდან ფლობს ამ ინფორმაციას, ან თუ არ დადასტურდება მისი ნათქვამი, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხი აგოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)