03:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 21:11:38, 1004 ნახვა

სამართალი
მარნეულის მერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, რომელსაც მოქალაქის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სკანდალური ვიდეოების ჩაწერის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას კი არ იყენებს, არამედ ბრალს არ აღიარებს. რაც იმას ნისნავს, რომ ჩვენ მზად ვართ სამართლებრივად დავამტკიცოთ მისი უდანაშაულობა“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთპროკურატურამ 13 ივნისს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ენმ"-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2  პირის მიმართ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics