15:34 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 22:48:32, 909 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პარლამენტთან აქციას დროებით წყვეტს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქცია ერთ კვირით შეწყდება.

მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას შს მინისტრის და იუსტიციის მინისტრის გადასაყენებლად, გონივრულ ვადას აძლევს.

„დღეს რა ფაქტებიც დაფიქსირდა ამასთან დაკავშირებით უნდა მივადევნო თვალყური გამოძიებას, რომ ყველა პოლიციელი იყოს აბსოლუტურად დასჯილი. შესაბამისად, ვერ ვიქნები აქეთ-იქით, რადგან ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ წავიდეს ეს გამოძიება. ნებისმიერ ადამიანს თუ უნდა რომ საპროტესტო აქცია გაგრძელდეს, აუცილებლად გააგრძელებენ და მოთხოვნები აბსოლუტურად იგივე რჩება. მაჩალიკაშვილთან დილიდანვე არ მქონია კომუნიკაცია, მინდა დავურთო ის, რომ მის პოიციასაც ვიზიარებ, იქიდან გამომდინარე, რომ რამადანი დასრულდება მალე და მათთვისაც უფრო მოსახერხებელი იქნება აქციებზე ყოფნა და მაქსიმალურად შემოგვიერთდებიან. არანაირი შეწყვეტა, დროებით ვაჩერებთ აქციებს. ხელისუფლებასაც მინდა გონივრული დრო მივცე, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადასაყენებლად. ეს სოლიდარობის აქციები გაგრძელდება რა თქმა უნდა. თუ ჩავთვლით საჭიროდ, არ არის გამორიცხული, რომ ხვალვე ჩავნიშნოთ მასშტაბური აქცია“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის მანამდე ზაზა სარალიძე პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს შეხვდა. როგორც სარალიძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს და იმედი აქვს, რომ სიმართლე დადგინდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics