|
2018-06-11 15:40:48, 739 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი - საგამოძიებო კომისიამ შსს-დან მოზარდების მკვლელობის საქმის მასალები მიიღო
„დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროდან საქმის მასალები მიიღო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომისიის პირველი სხდომა მიმდინარე კვირაში გაიმართება. „ცხადია, ბატონ ზაზა სარალიძეს აქვს უსამართლობის განცდა იმიტომ, რომ მისი შვილის მკვლელები არ არიან დაკავებულები. არ არიან დასჯილები ის ადმაინები, ვინც ხელს აფარებენ დამნაშავეებს. სარალიძე აყენებს მოთხოვნებს იმისთვის, რომ მისი შვილის მკვლელები დაისაჯონ. „ევროპულ საქართველოს“ მუდმივი კონსულტაციები ექნება ზაზა სარალიძესთან და ცხადია, ყველა ეტაპზე ჩვენ გვერდზე დავუდგებით. დღეს, კომისიის წარმომადგენლები გეგმავენ ბატონ ზაზასთან შეხვედრას. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ გეგმას, იცით, რომ „ევროპული საქართველო“ გადართულია საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე და დღეს შს სამინისტროდან მივიღეთ საქმის მასალები. პირველი სხდომა ამ კვირაში გაიმართება“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)