15:50 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 13:21:25, 772 ნახვა

პოლიტიკა
ევროინტეგრაციის კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებენ.

კომიტეტების თავმჯდომარეობის თანამდებობებზე ბერძენიშვილისა და სამხარაულის კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაასახელა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილება უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული.

„რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელება არის ფრაქციების, საპარლამენტო ჯგუფების უფლება, თუმცა თუ შესაბამისი ვადის ამოწურვამდე ეს უფლება არ იქნა რეალიზებული, შემდგომ უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება აღნიშნული უფლებამოსილება. მე ვსარგებლობ ამ უფლებით, მაგრამ არა ერთპიროვნულად - მქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციებთან“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics