10:34 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 14:19:39, 1062 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტებმა მარნეულის სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სტაჟიორები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსს ესტუმრნენ.

15 სტუდენტი  ჩინური სათბურების მოწყობის სპეციფიკას, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობას და ბოსტნეულზე მიმდინარე კვლევებს  გაეცნო.

ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურები ჩინეთის „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფის“ მიერ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა აშენებული. კომპლექსი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბურისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობის განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას. 

მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის  ფარგლებში აშენდა, რომლის საერთო ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics