|
2018-06-04 13:39:03, 1089 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე მსჯელობს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები დაიწყო. მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატეტბმა საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ. საგამოძიებო კომისიის საკითხზე დღეს პარლამენტის თავდმჯდომარე "ევროპული საქართველოს" წევრებს ხვდება. დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი უნდა გახდეს კვოტების რაოდენობა და კომისიის თავმჯდომარის ვინაობაც. შეხვედრას ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, "ევროპული საქართველოს წევრები - გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, ირმა ნადირაშვილი, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე ესწრებიან. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, კომისიის მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. "საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ გამოძიება არ წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო. ეს ეჭვები ან დადასტურდება ან უარყოფილი იქნება. ეს არის ამოცანა აღნიშნული კომისიის. იმდენად ღია, გამჭვირვალე, გახსნილი და მძლავრი იქნება კომისიის საქმიანობა, რომ არანაირი კითხვის ნიშნები ფიზიკურად არ დარჩება ამ კომისიის შემდეგ", - განაცხადა ჩუგოშვილმა. აღსანიშნავია, რომ კომისიის ჩამოყალიბებაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი".
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)