23:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 15:06:54, 1264 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: ხელისუფლება ღრმად ცდება თუ კი ელოდება ამ პროტესტის ნელ-ნელა ჩაცხრობას

"ამ ტრაგედიის ეფექტური გამოძიებისთვის ფუნდამენტური საკითხია, რომ ახალი პროკურორი იყოს ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე ფიგურა", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, არსებულ ვითარებაში ვადადელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„ამ ტრაგედიის ეფექტური გამოძიებისთვის ფუნდამენტური საკითხია, რომ ახალი პროკურორი იყოს ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე ფიგურა. მნიშვნელოვანია ასევე ოპოზიციური კონტროლის ქვეშ მყოფი საპარლამენტო კომისია, მაგრამ განსაკუთრებით გუშინდელი პრემიერ მინისტრის საქციელის ფონზე, ეს ნაბიჯებიც კი ვერ განმუხტავს ბოლომდე პოლიტიკურ კრიზისს და ლოგიკურია ის მოთხოვნა, რომელიც გაისმა აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. მხოლოდ ეს შეძლებს განმუხტოს ვითარება. ხელისუფლება ღრმად ცდება თუ კი ელოდება ამ პროტესტის ნელ-ნელა ჩაცხრობას. ეს დიდი შეცდომაა მათი მხრიდან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics