21:46 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 17:55:44, 1048 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი: ჩამოსული ვარ რომ ზაზას დავუდგე გვერდით, ვიდრე ის თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც მოქალაქეები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჩამოვიდა თბილისში რათა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს გვერდში დაუდგეს. 

"მე ჩამოსული ვარ აქ იმიტომ, რომ ზაზას დავუდგე გვერდით და ვიდგები იქამდე, ვიდრე ეს ადამიანი თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს. რაც შეეხება ჩემს საქმეს, მე ყოველ დღე სარწმუნო წყაროებიდან ვიღებ ინფორმაციას, რომ ჩემი შვილი სპეციალურადაა მოკლული. ვფიცავ მაღალ ღმერთს, ჩემი შვილი რომ იყოს დამნაშავე, გინდაც ეჭვმიტანილი, მე მას თავად დავახრჩობდი, თუ რამე ექნებოდა საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული. სარალიძის გვერდით ვიდგები, ვიდრე ის საკუთარ სიმართლეს არ იპოვის, მერე კი ჩემს ხალხს გამოვიყვან და ვაჩვენებ ამათ რა შემიძლია, ვინ არიან ჩემს ზურგს უკან და ვანახებ ყველას რა შეუძლია მალხაზ მაჩალიკაშვილს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics