21:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 14:33:04, 1021 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თორმეტი ჭრილობა აქვს, თურმე არავის მოუკლავს - ეს არის სრული ჩავარდნა

„ეს არის პროკურატურის და სასამართლო სისტემის სრული ჩავარდნა“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქმესთან დაკავშრებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია.

 „ეს არის სრული ჩავარდნა პროკურატურის, ეს არის სრული ჩავარდნა სასამართლო სისტემის და ამ კატასტროფულმა ჩავარდნამ  მიგვიყვანა შედეგამდე როდესაც დადგინდა, რომ ახალგაზრდა ბიჭი რომელსაც თორმეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, თურმე არავის არ მოუკლავს. აი ეს არის შედეგი ამ ვარხანალის და მარაზმის  რომელიც ხდებოდა. ჩვენ პარლამენტში რამდენიმე დღის წინ დავაყენეთ საკითხი, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია ამ თემასთნ დაკავშირებით. დღის წესრიგში ეს საკითხი არის 54-ე საკითხში. ძალიან მარტივად, ლოგიკურად ამ დღევანდელი დღის მოვლენებიდან გამომდინარე  მოვითხოვეთ ამით დაგვეწყო განხილვა“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics