13:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 13:16:05, 1387 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ რათა თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე - სოფელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე - სოფელი.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ქვეყანაში გაგვაჩნია, ეს არის თანაბარი გადანაწილება იმ დოვლათის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა ინკლუზიური ზრდა და ამ  მიმართულებით, რა თქმა უნდა,  მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც ქალაქი, ისე სოფელი", - გაანცხადაქუმსიშვილმა.

ბრიფინგი 2018 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის წინასწარ მაჩვენებელს შეეხებოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველი ოთხი თვის მაჩვენებელს, იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics