17:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 22:21:28, 1692 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინა სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას ბათილად მიიჩნევს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სირიის რეჟიმის მიერ ე.წ აღიარებას უკრაინა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად აფასებს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  გადაწყვეტილება ცხადყოფს ასადის რეჟიმის სურვილს, კრემლს ასიამოვნოს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებას და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. ამასთან უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დამასკოს გადაწყვეტილებას ბათილად მიიჩნევს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics