12:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 11:12:05, 1455 ნახვა

ეკონომიკა
ყველაზე ახალგაზრდა მევენახე გოგონა შულავერიდან

ლიკა ბოჭორიშვილი მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში ცხოვრობს. იგი რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-10 კლასის მოსწავლეა. ლიკა სკოლის გამორჩეული მოსწავლე და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მევენახე და მეღვინეა.

ბოჭორიშვილების ოჯახს  სოფელ შულავერში, ორბელიანების უძველეს სავენახე ტერიტორიაზე, რომელიც 80-90 წლებში გაიჩეხა, რქაწითელის, თავკვერის, კაბერნეს, საფერავისა და ვარდისფერი რქაწითელის ვენახი აქვთ გაშენებული. მეურნეობის გაძღოლაში ლიკა განსაკუთრებული მონდომებითაა ჩართული.

 „ქვემო ქართლის რეგიონში  ვაზის მოვლის უძველესი კულტურის აღორძინების დიდ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა  ჩემი უმთავრესი მიზანია.  გაკვეთილების შემდეგ, შელავერში, ოჯახთან ერთად ვციდოლობ აქტიურად ვიყო ჩართული სამეურნეო საქმეებში. სკოლაში მიღებული ცოდნა კი  საშუალებას მაძლევს უფრო პრაქტიკული და ნაყოფიერი რჩევებით დავეხმარო მშობლებს“, - ამბობს ლიკა.

ახლახანს აჭარაში ჩატარებულ მეწარმე ქალთა პირველ ბიზნეს ფორუმში  ლიკა ბოჭორიშვილმაც მიიღო მონაწილეობა. იგი დედასთან ერთად ცდილობს უძველესი ქართული ჯიშის ღვინოები აწარმოოს საკუთარ მეურნეობაში. ახალგაზრდა მეღვინეს იმედი აქვს, რომ მის საწარმოში წარმოებული ღვინოები მალე უცხოურ ბაზარზეც გავა.

ლიკა არა მარტო ნიჭიერი მეწარმე, არამედ სკოლაშიც გამორჩეული მოსწავლეა. დროის დიდ ნაწილს იგი სკოლის ქალთა პანსიონატში ატარებს, სადაც მეცადინეობს და თავისუფალ დროს კი მეღვინეობისა და მევენახეობის შესახებ ლიტერატურას ეცნობა.  დღეს სკოლის გამორჩეული მოსწავლე უკვე  6 ენას ფლობს. სკოლის მულტიკულტურულ გარემოში მან საფუძვლიანად შესწავლა ინგლისური, თურქული, აზერბაიჯანული, რუსული  და ამ ეტაპზე გერმანულ ენასაც სწავლობს.   შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დასრულების შემდეგ იგი  სწავლის გაგრძელებას გერმანიაში, მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე აპირებს, რათა მიღებული ცოდნით კიდევ უფრო გააფართოოს ოჯახური ბიზნესი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics