11:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 12:28:40, 1478 ნახვა

ეკონომიკა
ბილაინის მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“, ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმაზე https://support.beeline.ge, „ხარვეზებისა და რეკომენდაციების“  ბლოკის დამატების შესახებ განაცხადა.

შედეგად, მომხმარებელს მარტივად შეუძლია ვებგვერდზე დააფიქსიროს ქსელის ხარვეზი როგორც ტიპის, ისე ტერიტორიის მიხედვით და პირდაპირ მიაწვდინოს ხმა კომპანიის შესაბამის თანამშრომლებს. რეკომენდაციის დაფიქსირების შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას ხარვეზის აღმოფხვრის სტატუსთან დაკავშირებით. ბილაინის მიზანია ხარისხის გაუმჯობესებაზე  ზრუნვა ყველგან, სადაც ეს მომხმარებელს სჭირდება.

ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და უმოკლეს დროში მიიღოს პასუხი პლატფორმაზე გაწევრიანებული ბილაინის სხვა მომხმარებლებისგან. ამასთან, გაწეული დახმარებისთვის, მომხმარებლები იღებენ ქულებს, რომელთა გადაცვლაც შეუძლიათ ვებგვერდზევე, ბილაინის სხვადასხვა  პაკეტსა და მომსახურებაზე. პლატფორმაზე ასევე განთავსებულია ინტერნეტპარამეტრების გაწერისთვის საჭირო მონაცემები და სხვადასხვა მომსახურების გასააქტიურებელი კომბინაციები. 

პლატფორმა შეგიძლიათ იხილოთ: https://support.beeline.ge

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics