11:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 15:39:05, 1383 ნახვა

ეკონომიკა
წყალტუბოში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაშლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე „მექვენის კალციტის საბადოზე" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცა.

საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, რომელსაც აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინებს,  ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, სამი წლის ვადაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავების მიზნით არანაკლებ 17 000 000  (ჩვიდმეტი მილიონი) ლარის, ხოლო შემდეგი სამი წლის განმავლობაში არანაკლებ 13 000 000 (ცამეტი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელს აქვს ყოველწლიურად, არანაკლებ საქართველოს 80 (ოთხმოცი) მოქალაქის დასაქმების ვალდებულება.

„მექვენის კალციტის საბადოზე" გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა სს „მაიკრონს კავკასუსი".

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics