09:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 21:28:43, 2837 ნახვა

ეკონომიკა
პირველად საქართველოში, მეფუტკრეთა დღე აღინიშნება

მიმდინარე წლის 20 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და გლობალური სამეწარმეო ქსელის (GFA) ორგანიზებით, პირველად, საქართველოში მეფუტკრეთა დღე აღინიშნება.

ღონისძიება, რომელიც 11:00 საათზე, ფაბრიკაში ჩატარდება, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო სტრუქტურის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოს,  არასამთავრობო სექტორის, მეფუტკრეთა ასოციაციების წარმომადგენლები   და საქართველოში მოქმედი 90 მეფუტკრე დაესწრება.

ღონისძიებას გამოფენა-დეგუსტაციის სახე ექნება,  დისკუსიის ფორმატში წარიმართება და მის ფარგლებში მეფუტკრეობის სფეროში არსებულ პრობლემური საკითხების განხილვა მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მეფუტკრეთა დღე, რომელიც 20 მაისს სხვადასხვა ქვეყნებში   იმართება, გაეროს ასამბლეის მიერ იქნა მიღებული და  წელს პირველად მას საქართველოც შეუერთდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics