20:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 14:01:59, 1719 ნახვა

საზოგადოება
ნონა გაფრინდაშვილი N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა.

ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებთან შეხვედრისას ჭადრაკი ითამაშა,  მათ ქართული ჭადრაკის ისტორია გააცნო და  საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.

მსოფლიო ჩემპიონმა  სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლებს და მოისმინონ მათი საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მოჭადრაკეს  მსჯავრდებულებმა  ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.

შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, ბრალდებულების/მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოცილიზაციის ფარგლებში განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics