11:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 00:01:51, 2176 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი მომავალ პრეზიდენტს რამდენიმე რჩევას აძლევს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ პრეზიდენტს რამდენიმე რჩევას აძლევს.

„ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ვურჩევ, შეეცადოს, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური კულტურა რამენაირად ამოიყვანოს პროვინციალიზმის ჭაობიდან, იყოს თავისუფალი, გაიაზროს ის, რომ ამ ქვეყანაში ძალიან რთულია არ იყო არავის კაცი, ამ ქვეყანაში ძალიან რთულია, როდესაც შენ მართლა ობიექტურ ღირებულებებს ატარებ“, - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს პერსპექტივას იმ რეალობაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.

„თუ ქართული ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებს, ჩვენ როგორ ქვეყანაში გავიღვიძებთ? გამგებლიდან პრეზიდენტამდე ყველა ერთი პარტიის რომ იქნება? და მერე ასეთ ქვეყნებს, როდესაც ამ ძალაუფლების ვერტიკალს გვირგვინივით დააჯდება ასეთი პრეზიდენტი, რას ეძახიან?“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics