11:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 23:47:54, 2036 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" სააპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში ან აგვისტოში წარადგენს. 

კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი შერჩეული არ ჰყავს. 

"უახლოეს თვეებში უნდა გადავიდეთ საშტაბო რეჟიმზე. ჩვეულ რეჟიმში ჩამოყალიბდება შტაბი და ის დაიწყებს მუშაობას ზაფხულის მეორე ნახევარში. დავიწყებთ მომზადებას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. კანიდატი დასახელებული ჯერ არ არის. რომც გვყავდეს კანდიდატი შერჩეული, თუმცა ჯერ არ გვყავს, მას საჯაროდ მაინც არ დავასახელებდით - ეს არის ტაქტიკური საკითხი. ივლისში-აგვისტოში დავასახელებთ და საიწყებო საპრეზიდენტო კამპანია", - განაცხადა კობახიძემ. 

კითხვაზე - შეიძლება თუ არა იყოს ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს თავად ივანისვილის გადასაწყვეტია. 

"ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ის იქნება უშუალოდ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის იქნება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ის უხელმძღვანელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩემთვის არის მისი პოზიცია ცნობილი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "არჩევანში". 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics