|
2018-05-08 15:55:05, 1819 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: EBRD-ის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელიც ინვესტიციების გაზრდის საშუალებას მოგვცემს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზარდოს ბანკის ინვესტიციები- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ EBRD-ის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა იორდანიაში, ქ. ამანში შედგა, სადაც ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში (Annual Meetings) მონაწილეობს. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საქართველოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკს, დაახლოებით, 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს მოზიდული საქართველოში. გასული წელი იყო განსაკუთრებული, როდესაც EBRD-ის მხრიდან ისტორიული მაქსიმუმის ინვესტიცია განახორციელდა ჩვენს ქვეყანაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებს დააფინანსოს უახლოეს მომავალში. მინდა აღვნიშნო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზედაც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. პირველი - ესაა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ფაქტორინგის და ლიზინგის ბაზრის განვითარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რათა ქართულმა ბიზნესმა მიიღოს წვდომა ახალი ტიპის დაფინანსებაზე, რომელიც მორგებული იქნება მათ მოთხოვნაზე და მეორე - ეს გახლავთ საჯარო-კერძო თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩო, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც ბანკი განახორციელებს მომავალ წელს. საუბარი ასევე შეეხო ახალი განვითარების სტრატეგიას, რომელიც ბანკმა 2019 წელს უნდა დაამტკიცოს," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)