19:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 10:46:06, 1640 ნახვა

საზოგადოება
ბაღების სააგენტო სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინვენტარს შეისყიდის

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბაღების სააგენტო შესაბამის ინვენტარს შეისყიდის.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისისი მერიიდან აცნობეს, 43 საჯარო ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად საჭირო ინვენტარის სრული ნუსხა უკვე მომზადდა  და ამჟამად შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ამასთან, არსებული მდგომარეობის მონიტორინგი კიდევ 71 ბაგა-ბაღში გრძელდება.

ინვენტარი კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს,  ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკური დეტალებს მოიცავს.

ამ დროისათვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში დაცულია სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი, თუმცა შესყიდვების პროცედურების დასრულების შემდეგ, ბაღები სრულად აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფისათვის. სამუშაოების დასრულება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics