21:39 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 12:49:53, 2129 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის მმართველი გუნდი მზადაა, ოპოზიციაში გადავიდეს

სომხეთის მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციაში გადავიდეს, თუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად საპროტესტო აქციების ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს აირჩევენ, - ამის შესახებ ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ ვაგრამ ბაგდასარიანმა განაცხადა.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ბაგდასარიანმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არასდროს შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის მომავალს.

"ის ვინც მოდის პოლიტიკაში და ხელისუფლების სადავეებთან დარჩენა სურს, ამას ინტერესის გამო აკეთებს. არავის აქვს გარანტია - შეიძლება დღეს იყოს ხელისუფლებაში, ხვალ კი, ოპოზიციაში. რა თქმა უნდა მზად ვართ ოპოზიციაშიც ვიყოთ. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით მზად ვართ დავინახოთ პოზიტივი და ნეგატივი გავაკრიტიკოთ. ასევე მზად ვართ დიალოგისთვის, რათა პრობლემები მოგვარდეს" , - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა.

ცნობისთვის, 8 მაისს სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევის მეორე ტური გაიმართება. პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics