21:39 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 10:38:50, 2099 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანის შს მინისტრი დაჭრეს

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი აჰსან იქბალი დაჭრეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მის მოკვლას ცდილობდა.

გავრცელებული ცნობით, მინისტრის ავტომობილს ცეცხლი 20-22 წლის პირმა ქალაქ ნაროვალში მიტინგის დროს გაუხსნა.

შედეგად იქბალი მხარში დაიჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ იქბალს ტყვია მხარში აქვს მოხვედრილი. მისი თქმით, მინისტრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელი მალევე დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ იქბალი მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics