07:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 15:27:45, 1417 ნახვა

კომენტარი
გია ხუხაშვილი: „გირჩი“ ქართული პოლიტიკის მსუბუქ ნარკოტიკად ჩამოყალიბდა

ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრების იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილის დაკავებას ეხმაურება.

მისი თქმით, „გირჩი“ „ქართული პოლიტიკის მსუბუქ ნარკოტიკად“ ჩამოყალიბდა.

„გირჩი თვითონ ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკის მსუბუქ ნარკოტიკად. ამიტომ, მეც მათ შესახებ ნიუსებს, როგორც „დაბოლილი“ ისე ვუყურებ და სერიოზულად ვერ აღვიქვამ. მითუმეტეს, რომ ყველაფერი კარგად ექნებათ“,- წერს ხუხაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ სამართალდამცველებმა „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით მოხდა.

„გირჩის“ ინფორმაციით, ხვიჩია და მეგრელიშვილი დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics