|
2018-05-03 13:41:34, 1811 ნახვა
პოლიტიკა
უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატს სთავაზობს
„ჩვენ მზად ვართ და ვთავაზობთ პრეზიდენტს, უმრავლესობასთან სატელევიზიო დებატს, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მზად ვართ, რომ უკვე მთელი საზოგადოების თვალწინ მას დავუსვათ ის კითხვები, ის მოსაზრებები ვუთხრათ, რომლის თქმასაც ვაპირებდით გუშინ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი დატოვა და თავი აარიდა იმ შეკითხვებს, რომლებიც, შესაძლოა, მის ანგარიშთან დაკავშირებით დასმულიყო. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენება იყო მოკლე და დეპუტატებმა როგორც თავად პრეზიდენტის საქმიანობის, ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღეს. „გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში დატოვა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი, მან თავი აარიდა იმ შეკითხვებს და კრიტიკას, რომელიც პარლამენტში, შესაძლოა, მის ანგარიშთან დაკავშირებით ყოფილიყო, ასევე, ანგარიში იყო ძალიან მოკლე და ამომწურავი ინფორმაცია როგორც მისი საქმიანობის, ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ჩვენ ვერ მივიღეთ. პრეზიდენტმა პირდაპირ მიუთითა პარლამენტს, რომ დაგვერღვია კანონმდებლობა და დაგვერღვია პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც პარლამენტის მარეგულირებელი კანონმდებლობის ერთერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, იმ მოტივით, რომ მას არ ეძლეოდა საშუალება შეკითხვებზე პასუხის გაცემის. თუმცა, პრეზიდენტის წარმომადგენელი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ესწრებოდა პარლამენტის ბიუროს სხდომას, სადაც დეტალურად იყო განხილული პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის მთელი პროცედურა და გეგმა. ეს შეხვედრა გადაიცემოდა ასევე, საჯაროდ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს მის პოზიციას, რომ თითქოს მან სხდომა დატოვა იმის გამო, რომ მისთვის მიუღებელი იყო დებატების პროცედურა, რომელიც რეგლამენტით არის დარეგულირებული. შესაბამისად, თუ საქართველოს პრეზიდენტს ნამდვილად სურს, რომ ჩვენს შეკითხვებს გასცეს პასუხი და კითხვა-პასუხის რეჟიმში მოგვაწოდოს ის ინფორმაცია, რაზეც გუშინ მიგვითითებდა და რაზეც გუშინ გვითხრა, რომ რეგლამენტის დარღვევით შეგვცვალა განხილვის პროცესი, ჩვენ მზად ვართ და ვთავაზობთ მას, უმრავლესობასთან სატელევიზიო დებატს, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მზად ვართ, რომ უკვე მთელი საზოგადოების თვალწინ მას დავუსვათ ის კითხვები, ის მოსაზრებები ვუთხრათ, რომლის თქმასაც ვაპირებდით გუშინ. ვფიქრობთ, რომ მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ სწორედ იმ ფორმატში გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომლებზეც გუშინ პარლამენტში ისაუბრა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)