07:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 17:10:15, 1524 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: არ მახსენდება ფაქტი, რომ პრეზიდენტს ყოველწლიური მიმართვის შემდეგ დებატები დეტოვებინოს

„არ მახსენდება ასეთი ფაქტი, რომ პრეზიდენტს დეტოვებინოს დებატები მისი ყოველწლიური მიმართვის შემდეგ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა მოხდეს გამონაკლისის დაშვება და დებატებთან დაკავშირებით რეგლამენტი შეიცვალოს.

„რასაც ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს რეგლამენტთან დაკავშირებით, ნამდვილად სწორია და ამიტომ, რეგლამენტზე არ ვდაობთ. ჩვენ ვართ ძალიან არაორდინალურ სიტუაციაში. პოლიტიკაში ძალიან დიდი ხანი ყოფნისა, მე არ მახსენდება ასეთი ფაქტი, რომ პრეზიდენტს დეტოვებინოს დებატები მისი ყოველწლიური მიმართვის შემდეგ. მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მხოლოდ რეგლამენტის პროცედურული მხარიდან გამომდინარე და ნუ იქნება ეს სხდომის წამყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ამას დაასაბუთებს რეგლამენტის პროცედურული დაცვის მხარით. თქვენი უფლებაა დაუშვათ გამონაკლისი“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე დეპუტატისთვის პასუხის გაცემა სურდა, თუმცა მას ამის საშუალება პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტს პასუხების გაცემა დასკვნით სიტყვაში შეუძლია და სხვა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა მოხდებოდა. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა რეგლამენტის შეცვლა მოითხოვა და მანამდე სხდომათა დარბაზი დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics