07:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 16:54:47, 1372 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი: დებატი ნიშნავს ცოცხალ დისკუსიას - მოგიწოდებთ, პრეზიდენტს მივცეთ დისკუსიაში ჩართვის საშუალება

„მგონი უნდა დავასრულოთ ეს პოლემიკა და შევთანხმდეთ იმაზე, რომ პრეზიდენტს მივცეთ საშუალება ჩერთოს დებატებში“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა განაცხადა.

„თვითონ სიტყვა დებატი არ ნიშნავს მონოლოგს და მონოტონურობას, დებატი ნიშნავს ცოცხალ დისკუსიას. მე მოგიწოდებთ გადავხედოთ არსებულ რეგლამენტს. დღევანდელი შემთხვევა მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია რეგლამენტის შეცვლა. სიამაყით რომ იხსენებთ ჟვანიას დროინდელი რეგლამენტი გვაქო, ჟვანიას მერე ეპოქა შეიცვალა, პოლიტიკური ვითარება იცვლება, ახალი სტილის პოლიტიკოსები გამოდიან არენაზე ყველას აქვს თავისი ტემპორიტმი, ხასიათი და შესაბამისად, რეგლამენტიც საჭიროებს ცვლილებას“,- განაცხადა ინაშვილმა.

იგი ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც დეპუტატებს ჰკითხა, მოეწონათ თუ არა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშილის საქციელი:

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე თქვენ ჩვენი მასწავლებელი კი არ ხართ რომ შეკითხვა ამ კონტექსტში დაგვისვათ რა მოგვწონს და რა არა. დისციპლინაზე ელაპარაკეთ თქვენი უმრავლესობის წევრებს. ჩვენ ნუ მოგვიწოდებთ გავაკეთოთ კონკრეტული შეფასებები. არაფერი არაორდინალური არ მომხდარა“, - მიმართა ინაშვილმა კობახიძეს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics