07:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 16:15:24, 1233 ნახვა

კომენტარი
ადა მარშანია: როდესაც პარლამენტში პრეზიდენტი მობრძანდება და მთავრობა დარბაზიდან გაქცეულია, ეს მოსაწონი არ არის

„როდესაც პარლამენტში პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მობრძანდება და მთავრობა გაქცეულია დარბაზიდან, ეს მოსაწონი არ არის“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენმა მთავრობამ ფორმალურად მოგისმინათ, აიკრიფნენ და წავიდნენ, ეტყობა საქართველოს პრობლემების გადასაწყვეტად გაეშურნენ თბილისში. არ არის ეს ნორმალური. როდესაც პარლამენტში, პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მობრძანდება, ჩვენს შორის - პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს საგნობრივი, სერიოზული საუბარი და მთავრობა ასე გაქცეულია დარბაზიდან, ნამდვილად არ არის ეს მოსაწონი. შეგახსენებთ პარლამენტის წევრებო, რომ აღვადგინოთ მთავრობის საათი, სირცხვილია, რისთვის არის პარლამენტი და მთავრობა, თუ ერთმანეთს არ ელაპარაკება“, - განაცხადა მარშანიამ.

დეპუტატის თქმით, გიორგი მარგველაშილი მისთვის ასბოლუტურად მისაღები პიროვნებაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანას სხვა ხასიათის პრეზიდენტი სჭირდება.

„ჩემი თვალსაზრისით თქვენ, როგორც ადამიანი და პიროვნება, მოაზროვნე, აბსოლუტურად მისაღები ადამიანი და პიროვნება ბრძანდებით, უბრალოდ, ჩვენს რთულ პოლიტიკურ რეალობაში ქვეყანას სხვა ხასიათის პრეზიდენტი სჭირდება. უფრო მკაცრი ხასიათია საჭირო“, - განაცხადა ადა მარშანიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics