05:40 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 14:43:49, 1598 ნახვა

კომენტარი
ჭკუასელი: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება, - ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავად შესაძლოა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნება.

„შემცირდება პოლიტიკური საბჭოსწევრების რაოდენობა. მე ვაპირებ დავტოვო პოლიტიკური საბჭო, პრობლემა არ არის, თუ ბიძინა ივანიშვილი მეტყვის. დაახლოებით ვიცი, რომ პოლიტიკურ საბჭოში იქნებიან პარტიის წევრები, მაგრამ არა დეპუტატები და არა მინისტრები. პარტიის პოლიტსაბჭოს ეხება მხოლოდ პარტიის საკითხები. პარლამენტარს გაცილებით მეტი საქმე აქვს, მე დეპუტატი ვარ და ხალხთან უნდა მქონდეს ურთიერთობა. გადახალისება სჭირდება  აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის პილიტიკურ საბჭოს“, - განაცხადა ჭკუასელმა.

დღევანდელ პოლიტსაბჭოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საბჭოს შემადგენლობის საკითხს და პარტიის სამომავლო გეგმებს განიხილავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics