08:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 14:23:16, 1836 ნახვა

სამართალი
„გამოძიება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს“ - შს მინისტრი 2 ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება ყველაფერს აკეთებს რათა გამოძიებამ შედეგი რაც შეიძლება მალე დადოს.

"სამწუხაროდ ჩვენ უნდა დავადასტუროთ გარდაცვალების ორი ფაქტი. რა თქმა უნდა გამოძიების საქმეა, ზუსტად დადგინდეს რა ვითარებაში და რის გამო მოხდა ეს ფაქტი. შესაბამისად გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინაროებს ისეთ ფორმატში, რომ ის განიხილავს ყველა ვერსიას და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი ამ გამოძიების", - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება საიტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნარკოტიკული ნივთიერებების ონლაინ-რეჟიმში შეძენა, გახარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი საიტი არსებობს, თუმცა ის დაბლოკილია.

"ერთმნიშვნელოვნად მინდა ავღნიშნო, რომ მსგავსი საიტი არსებობს. მეორე ამ საიტთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელთან ერთად უკვე ვიმუშავეთ და ეს საიტი დავბლოკეთ, თუმცა თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში არსებობს გზა, გვერდის ავლით იგივე საიტზე შევიდნენ", - აღნიშნა შს მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics