05:39 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 15:11:26, 1735 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: მეტროს პარალიზება არ მოხდება

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების პროტესტს ეხმაურება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია რაიმე თანხების მატებაზე საუბარი.

"ჩვენი მხრიდან ავუხსენით დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა. ჩვენ გვყავს ადამიანები რომლებითაც საქმისადმი აქვთ არანაკლები პასუხისმგებლობა, მაგრამ მათ აქვთ უფრო დაბალი ანაზღაურება. შესაბამისად, როდესაც იქნება საშუალება, ხელფასის მატება მოხდება ყველა მიმართულებით. დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია რაიმე თანხების მატებაზე საუბარი. რაც შეეხება მეტროს გაჩერებას, არანაირი პარალიზება არ მოხდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტრო არ გაჩერდეს", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ხუთშაბათს, 3 მაისს, თბილისის მეტრო მუშაობას შეწყვეტს, - ამის შესახებ თბილისის მეტროპოლიტენების მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის წევრებმა, რუსთაველის მეტროსთან გამაფრთხილებელი აქციის დროს განაცხადეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics